Le francais par rapport de la globalisation

2001 mots 9 pages
ფრანგული ენა გლობალიზაციის პროცესში

რეზიუმე
სტატიაში შევეხეთ ლინგვისტური გლობალიზაციის მნიშვნელობასა და მის შედეგებს. თავდაპირველად განსაზღვრულია ორი ტერმინის, „გლობალიზაციისა“ და „მონდიალიზაციის“, საერთო და განმასხვავებელი ნიშნები, განხილულია ის მოსაზრებები, რომელიც ამ ტერმინების გარშემო არსებობს.
სტატიაში წარმოდგენილია ფრანგული ენის დღევანდელი მდგომარეობა საფრანგეთსა და სხვა ფრანკოფონიურ ქვეყნებში, რასაც
თან ერთვის ფრანკოფონიის წარმომდგენელთა მოსაზრებები, იდეები და სამომავლო გეგმები ენის „გადარჩენასთან“ დაკავშირებით.
საუბარია ენათა აღრევაზე, ბილინგვიზმზე, ენათა ერთიერთობებზე, ერთი ენის დომინანტურობასა და მის გარშემო არსებული ენების მდგომარეობაზე.

საკვანძო სიტყვები:
გლობალიზაცია, მონდიალიზაცია, ბილინგვიზმი, გრავიტაცია, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ორენოვნება.

შესავალი
„გლობალიზაცია“ თანამედროვე ტერმინია და ასახავს ცვლილებებს საზოგადოებასა და მსოფლიო ეკონომიკაში, რომელიც გამოწვეულია საერთაშორისო ვაჭრობისა და კულტურული გაცვლის დრამატული ზრდით. ის ასევე ასახავს ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდას ბარიერთა რღვევისა და ქვეყანათა ურთიერთდამოკიდებულიბის ზრდის შედეგად.
გლობალიზაციის პარალელურად იხმარება მეორე ტერმინი, „მონდიალიზაცია“, რომელიც რამდენიმე ასპექტს მოიცავს და გულისხმობს სხვადასხვა სახის ინფორმაციის გაცვლას.

ტერმინი „მონდიალიზაცია“ საფრანგეთში 1980 წელს ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ასპექტებზე მუშაობისას გაჩნდა. ამ ტერმინმა საზოგადო მნიშვნელობა შეიძინა მხოლოდ 1990 წლიდან, რაც Marshall McLuhan_ს (მასწავლებელი, ფილოსოფოსი, სოციოლოგი) სახელს უკავშირდება. ამ ფაქტმა ინგლისელ და სხვა ევროპულენოვან მეცნიერებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ინგლისელებისათვის არსებობდა ტერმინი „გლობალიზაცია“, ხოლო დანარჩენი ევროპისათვის__ „მონდიალიზაცია“.
აკადემიკოსებს შორის დღესაც გრძელდება დავა ტერმინებთან დაკავშირებით, ისინი ერთმანეთისაგან განასხვავებენ გლობალიზაციას და მონდიალიზაციას. ფრანგულისათვის უცხო არ არის ამ ტერმინების ერთმანეთისაგან გარჩევა. ამოსავალი სიტყვა არის ინგლისური GLOBALIZATION (ინგ. გლობალიზაცია), სემანტიკური თვალსაზრისით, მოიცავს თითქმის

en relation

  • Droit
    2302 mots | 10 pages
  • Stratégie arcelor
    2883 mots | 12 pages
  • Rapport sur r&d
    4171 mots | 17 pages
  • Chef de rayon
    680 mots | 3 pages
  • Chaimae
    7038 mots | 29 pages
  • Audit interne
    2323 mots | 10 pages
  • Mondialisation
    3463 mots | 14 pages
  • Mcdonalds en france, une réussite étonnante
    2835 mots | 12 pages
  • Commentaire de texte de la première à la seconde globalisation
    1693 mots | 7 pages
  • Relations internationales
    1273 mots | 6 pages